ახალი ამბები

რუსეთის სარაკეტო იერიშს ოდესასა და დონეცკში 6 ადამიანი ემსხვერპლა

14 ივნისი, 2023
რუსეთის სარაკეტო იერიშს ოდესასა და დონეცკში 6 ადამიანი ემსხვერპლა

14 ივნისის ღამით რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაზე.

შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

გარდა ამისა, რუსეთმა შავ ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტები ესროლა ოდესას. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

ქალაქის ცენტრში დაზიანდა ბიზნესცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი