ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ შარლ მიშელს შეხვდება

13 ივნისი, 2023 • 1157
ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ შარლ მიშელს შეხვდება

14 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ, შეხვედრის ანონსი ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

12 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.

მანამდე ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ დასავლელი მეგობრები საქართველოს მთავრობის განცხადებებს თვალს ადევნებენ. მისი თქმით, აპირებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბოლოდროინდელ „გაუგებრობებზე“ სასაუბროდ შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი