აშშ უკრიანას დამატებით გამოუყოფს 325 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, იტყობინება „ამერიკის ხმა“ თავდაცვის დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით.
დახმარება, სხვა ყველაფერთან ერთად, მოიცავს „სტრაიკერისა“ და „ბრედლის“ ტიპის ჯავშანმანქანებს, რომლებიც ჩაანაცვლებენ უკრაინის კონტრიერიშისას დაკარგულ ტექნიკას. „ამერიკის ხმის“ წყაროების ცნობით, დახმარების ოფიციალურ ანონსს სამშაბათს უნდა ველოდოთ.
გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს ტყვია-წამალს NASAMS-ისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.
ეს 2022 წლის თებერვლიდან აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი მე-40 დახმარების პაკეტია.
უკრაინამ კონტრიერიში ცოტა ხნის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. შეტევისას განადგურდა უკრაინისთვის დასავლელი პარტნიორების მხრიდან გადაცემული ათზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი და რამდენიმე ტანკი.