ვაზისუბანში უცნობმა პირმა ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.  მომხდარის ფოტოებს მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ეს მუხლი ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

[მასალა განახლდება შსს-გან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში]