ახალი ამბები

გარდაიცვალა პროფესორი ვასილ კაჭარავა

9 ივნისი, 2023 • 1664
გარდაიცვალა პროფესორი ვასილ კაჭარავა

ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას თავად ინსტიტუტი ადასტურებს.

ვასილ კაჭარავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო.

ის “ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ასაც” ხელმძღვანელობდა.

ვასილ კაჭარავა აშშ-ის ისტორიის, საზოგადოების, პოლიტიკური სისტემისა თუ დიპლომატიის თემატიკაზე გამოცემული არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი