სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანში დსთ-ის ქვეყნების სასაზღვრო ძალების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე სომხეთიდან  დელეგაცია ჩავიდა.

ოფიციალური ცნობით, ბაქოში დსთ-ის ქვეყნების სასაზღვრო ძალების მეთაურთა 87-ე სხდომაზე მონაწილეებმა განიხილეს  დსთ-ის ქვეყნების წევრი სახელმწიფოების გარე საზღვრების მიმდინარე მდგომარეობა და 19 დოკუმენტი მიიღეს.

სომხეთი და აზერბაიჯანი, საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერითა და შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ.