ახალი ამბები

კონკურსი სტალინის ადგილზე

14 ივლისი, 2010 • • 1222
კონკურსი სტალინის ადგილზე

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზურ პროექტზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი საერთაშორისოა.

კულტურის სამინისტროს ვებ-გვერზე გავრცელებულ ინფორმაციით, მემორიალის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 300 000 ლარს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მოქანდაკეებს, არქიტექტორებს, მხატვრებს. ის ერთ ტურად ჩატარდება და სამზე ნაკლები პროექტის წარდგენის შემთხვევაში ჩაშლილად გამოცხადდება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი მონაწილეებისთვის საკონკურსო მასალებს 24 ივლისამდე გასცემენ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტების წარდგენის ბოლო ვადა 2010 წლის 15 ოქტომბერია. გამარჯვებული პროექტის ავტორისთვის დაწესებულია ფულადი პრემია 10 000 ლარის ოდენობით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი