სასამართლომ დამნაშავედ ცნო გერმანიაში მცხოვრები პრო-რუსი აქტივისტი ელენა კოლბასნიკოვა, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ამართლებდა. კოლბასნიკოვა, წარმოშობით უკრაინელი, კელნში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, სულ მალე რუსეთის მოქალაქეობის იმედიც აქვს.
„ნექსტას“ ცნობით, კოლბასნიკოვას წინააღმდეგ საქმე დანაშაულების გამართლების მუხლით მიმდინარეობდა. სასამართლომ მას ან 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა, ან 900 ევროს გადახდა დააკისრა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საქმე დანაშაულების გამართლების ბრალდებით ეხებოდა კოლბასნიკოვას გამოსვლას 2022 წლის 8 მაისის მიტინგზე, როცა მან მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. კოლბასნიკოვამ პროცესის შემდეგაც გაიმეორა რუსული ნარატივი ომის შესახებ და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაგრამ მზადაა სასჯელისთვის, „უკრაინის ნაცისტებისგან გასათავისუფლებლად“.
„ბილდის“ ცნობით, კოლბასნიკოვას წინააღმდეგ სხვა საქმეც მიდის – მას ედავებიან რუსული ჯარისთვის რადიომიმღებებისა და კარვების გადაცემას, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.








