ახალი ამბები

ლექცია ილიაუნიში

13 ივლისი, 2010 • • 1116
ლექცია ილიაუნიში

ხვალ, 5:30/7:30, თბილისის სახაფხულო სემინარების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეოთხე ლექციას უმასპინძლებს. საზაფხულო სემინარები საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოს (ACTR/ACCELS) და კავკასიის კვლევის ცენტრის (CRRC) ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება. მეოთხე ლექციას დოქტორ ჯონ დოუპი წაიკითხავს თემაზე ”12 განრისხებული რუსი: მიხალკოვი და კავკასიური თემა რუსულ კინოში”.

ჯონ დოუპი სლავური ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტია. ამჟამად იგი ქოლგეითის უნივერსიტეტში მუშაობს, სადაც რუსულ ლიტერატურას და ენას ასწავლის. მის საკვლევ თემებს შორისაა ისლამური აღმოსავლეთი, კავკასია რუსულ პოპულარულ კულტურაში და საბჭოთა ალპინიზმი.

საზაფხულო სემინარები ოთხშაბათობით, ინგლისურ ენაზე ჩატარდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი