თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში ობიექტზე მყოფ პირთა ევაკუაცია მიმდინარეობს. მიზეზი დანაღმვის შესახებ შეტყობინების მიღებაა.
ინფორმაცია ასეთი შეტყობინების მიღების შესახებ გაავრცელა „ისთ ფოინთმა“. იგივე შეტყობინების მიღება „მთავარ არხს“ დაუდასტურა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა.
განახლება: დანაღმვის შესახებ შეტყობინება მიიღეს „სითი მოლშიც“. როგორც სავაჭრო ცენტრის პრესსამსახურში გვითხრეს, ადმინისტრაცია მიჰყვება 112-ის მითითებებს.
დღის განმავლობაში შეტყობინებები დანაღმვის შესახებ მიიღეს თბილისი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებშიც. იგივე შეტყობინება შევიდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში.