ზოგიერთ მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრიერიშზე გადადიან, ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი.
მის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კონტრიერიში თავდაცვითი ოპერაციის ნაწილია, ხოლო საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება.
„იქ საკმაოდ ფართო ფრონტით მივდივართ [წინ]. არის წარმატება. ვიკავებთ გაბატონებულ სიმაღლეებს. მოწინააღმდეგე თავს იცავს და პოზიციების შენარჩუნება სურს.
სამხრეთშიც მოწინააღმდეგე თავდაცვის რეჟიმშია. გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები“, – წერს იგი.
მალიარის თქმითვე, რუსული მხარე აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას კონტრიერიშზე იმიტომ, რომ სურს „ყურადღება გადაიტანოს ბახმუტში მარცხისგან“.








