ახალი ამბები

სააკაშვილის დახმარება პოზიტიური სიგნალი იქნება – ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი

5 ივნისი, 2023 • 911
სააკაშვილის დახმარება პოზიტიური სიგნალი იქნება – ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი

ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პერაკოვა ადამოვა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დახმარება საქართველოს მხრიდან პოზიტიური სიგნალი იქნება.

ამის შესახებ მან საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორები დაეხმარებიან, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სამუშაო თბილისის მიერაა შესასრულებელი.

“საქართველოს მოქალაქეებზე და მის ლიდერებზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი. ევროკავშირში ინტეგრაციას დიდი შრომა სჭირდება და კომპლექსური რეფორმები, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. ეს უნდა მოხდეს საერთო სულისკვეთებით, როგორც პოლიტიკური ძალებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ ამისთვის. ეს არის არის მხოლოდ ერთი მხარის ექსკლუზიური სფერო. ეს არ არის მარტივი, ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პროცესი.

საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 პუნქტი. ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ სამუშაო საქართველოს მიერაა შესასრულებელი და მზაობა უნდა იყოს. ყველას გვქონდა გაწევრიანების გზაზე პრობლემები და სირთულეები, საქართველო არ არის გამონაკლისი, მარტივი არ არის, მაგრამ მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობით იმუშაოთ და ნდობის შესასმნელად იყოს ზომები[მიღებული]. სააკაშვილის დახმარება იქნება ამ მხრივ პოზიტიური სიგნალი”, – განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის სპიკერმა.[პარლამენტის სინქრონული თარგმანი]

დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა სლავკოვის სამეულის – სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი