ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი თურქეთში ერდოღანის ინაუგურაციაზე ჩადის

2 ივნისი, 2023 • 1637
ფაშინიანი თურქეთში ერდოღანის ინაუგურაციაზე ჩადის

სომხეთის მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 3 ივნისს ანკარაში მიწვევით მიემგზავრება, სადაც რეჯეპ თაიპ ერდოღანის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.

ინაგურაციაზე ჩადის ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

იმის მიუხედავად, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები, სომეხთა გენოციდის საკითხისა და თურქეთის მიერ ყარაბაღის საკითხში აზერბაიჯანის მხარდაჭერის მიზეზებით, კვლავ გადაუჭრელი რჩება, სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ცდილობს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრამ, რომლის შედეგად ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტი დაშავდა, თურქეთსა და სომხეთს შორის სიმბოლურ დიპლომატიას დაუდო საფუძველი. სომხურმა მხარემ მაშინ თურქეთში მაშველების ჯგუფი გაგზავნა. ასევე, თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის მიზნით სომხეთს და თურქეთს შორის საზღვარი დროებით გაიხსნა.

სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები

მასალების გადაბეჭდვის წესი