ახალი ამბები

რუსული რაკეტების ნამსხვრევებს კიევში ბავშვი ემსხვერპლა

1 ივნისი, 2023 • 731
რუსული რაკეტების ნამსხვრევებს კიევში ბავშვი ემსხვერპლა

კიევის ოფიციალურ წარმომადგენელთა, მათ შორის მერის – ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, წუხელ ღამე რუსულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 11 წლის ბავშვია.

ოფიციალური ცნობებით, გუშინ კიევი რუსეთმა დაბომბა. ქალაქის საჰაერო თავდაცვამ რაკეტები ჩამოაგდო, თუმცა ნამსხვრევები ქალაქის დასახლებულ უბნებში, სახლებს მოხვდა.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ცნობილია, სულ მცირე, 10 დაშავებულზე.  დაშავებულებს შორის ასევე არის ერთი ბავშვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი