საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. 2023 წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თქმით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- მშენებლობა;
- საფინანსო და სადაზვერვო საქმიანობები;
- ტრანსპორტი და დასაწყობება;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია;
- ვაჭრობა
უწყების თანახმად, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორებში.