ახალი ამბები

ვაკეში სროლასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

25 მაისი, 2023 • 1348
ვაკეში სროლასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 25 მაისს მოხდა. მოგვიანებით გავრცელებულ სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს, რო თავდამსხმელმა ცეცხლი იმ დროს გახსნა, როცა კაფე ხალხი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოო ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი