ახალი ამბები

კახეთში კაცმა ქალი მოკლა, ცხედარი კი მდინარეში გადაადგდო – შსს

24 მაისი, 2023 • 773
კახეთში კაცმა ქალი მოკლა, ცხედარი კი მდინარეში გადაადგდო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ უზბეკეთის მოქალაქე ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 51 წლის კაცმა ქალი ბლაგვი საგნით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო. ბრალდებული ამის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

ცხედარი გუშინ, 23 მაისს იპოვეს. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ კაცი უკვე დაკავებული იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი