ახალი ამბები

სამწუხაროა, ასეთი განცხადებები – ბოჭორიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტზე

23 მაისი, 2023 • 612
სამწუხაროა, ასეთი განცხადებები – ბოჭორიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტზე

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სამწუხაროა, რადგან ის ქვეყნის შიგნით სპეკულაციების საგანი გახდა.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორების მხრიდან სწორად ფასდებოდეს ის მოვლენები, რაც საქართველოში და მის გარშემო ხდება.

მისი თქმით, დღეს საქართველო სტრატეგიული პარტნიორებისგან მეტ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას მოელის.

„სამწუხაროა, ასეთი განცხადებები, რომელიც შემდეგ უკვე სპეკულაციის საგანი ხდება ქვეყნის შიგნით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სწორად და კარგად აფასებდნენ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ხდება საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ მოველით მათი მხრიდან მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ და შეშფოთება გამოხატეს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს ნიშნავს – შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში, შეიძლება, სანქციები დაემუქროს. ჩვენ – მთელი დასავლური საზოგადოება ვდისტანცირდით ამ რეჟიმისგან და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო“, — განაცხადა სახელმწიდო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი