ახალი ამბები

მსჯელობა მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაზე

12 ივლისი, 2010 • 1735
მსჯელობა მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაზე

დღეს, 18  საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”  მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორია ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო“.

შეხვედრაზე გავრცელდება სამოქალაქო საზოგადოების და ექპერტების მთავრობისადმი მიმართვა, რომლის თანახმად მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.

შეხვედრაში მონაწილეობენ კანონპროექტის ინიციატორები – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის სხვა წევრები, მთავრობის წევრები, საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე ინგლისური სინქრონული თარგმანით.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მაგისტრალური გაზსადენი ამოღებულია იმ ობიექტების სიიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია.

ამავე თემაზე:

აშშ და საქართველოს პოლიტიკა მაგისტრალურ გაზსადენზე

მასალების გადაბეჭდვის წესი