ახალი ამბები

ჩემს მისიას ვხედავ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთისგან გათავისუფლებაში – სააკაშვილი

22 მაისი, 2023 • 851
ჩემს მისიას ვხედავ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთისგან გათავისუფლებაში – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც თავის მისიაზე საუბრობს

სააკაშვილის თქმით, ის თავის მისიას ჯერ საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლებაში, შემდეგ კი უკრაინის აღორძინებაში წვლილის შეტანაში ხედავს.

„ყველა ვინც არის უკრაინის მხარეს არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ისტორიის სწორ მხარეს. ყველა ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს განუდგა და შეურაცხოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის. არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი. ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის.

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ თუ შემეძლება დავბრუნდე ჩემს სახლში უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში“, – აცხადებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი