ახალი ამბები

დაპატიმრებული ხოშტარია სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს

21 მაისი, 2023 • 3920
დაპატიმრებული ხოშტარია სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს

კახეთში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არ აპირებს დაესწროს სასამართლო სხდომას.

ხოშტარიას გზავნილს იზოლატორიდან პარტია “დროა” ავრცელებს.

“დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!”, – აცხადებს ხოშტარია.

“დროას” ცნობით, გუშინ თელავის პოლიციასთან დაკავებული ელენე ხოშტარია კვლავაც იზოლატორში რჩება. მასთან იმყოფებოდა ISFED-ის ადვოკატი, თეონა კილაძე. ადვოკატის თქმით, ელენე უარს ამბობს თელავში სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დღეს 16:37 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია “დროას” დამფუძნებელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან ან მოითხოვოს დაკავების ვადის გაგრძელება 24 საათით. შსს-ს ასევე აქვს შესაძლებლობა, ხელწერილის საფუძველზე დაუყოვნებილივ გაათავისუფლოს ელენე ხოშტარია.

სამართალდამცველებმა გუშინ 15-მდე ადამიანი დააკავეს, რომლებიც ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ნათესავების ქორწილს აპროტესტებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი