ახალი ამბები

კობახიძე ლავროვის ნათესავების ქორწილის კონტექსტში პოემა სტუმარ-მასპინძელს იხსენებს

21 მაისი, 2023 •
კობახიძე ლავროვის ნათესავების ქორწილის კონტექსტში პოემა სტუმარ-მასპინძელს იხსენებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი ელენე ხოშტარიას და სალომე ზურაბიშვილისნაირი “ბნელებისთვის” დაწერა, რომლებიც “საზოგადოების შედარებით ნაკლებად ცივილიზებულობის გამო”, მე-19 საუკუნეში უფრო მეტი ცხოვრობდა, ვიდრე დღეს.

ამის შესახებ კობახიძემ სერგეი ლავროვის შვილისა და მისი ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლისა და ქორწილის გადახდის კომენტირებისას განაცხადა.

ამ თემის კრიტიკას კობახიძე “ქსენოფობიურ კამპანიას” უკავშირებს, ხოლო პრეზიდენტს, რომელმაც ის გააკრიტიკა ხალხისთვის ქსენოფობების წოდების გამო, ურჩევს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს.

“როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანია, თვითონ პრეზიდენტი ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ხალხის გამარჯვებად – ეს უბრალოდ სამარცხვინოა.

კონკრეტული ადამიანის ქორწილი იყო, რომელიც ომის საწინააღმდეგო გზავნილებით გამოირჩევა… ამ კაცის ქორწილის ჩაშლა განიხილა როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება.

ქორწილის ჩაშლა მითუმეტეს იმ ადამიანის, რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა.

ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი დაწერა მე-19 საუკუნეში. მაშინ ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და ეს საქართველოსაც ეხებოდა. ბევრად უფრო მეტი ელენე ხოშტარია და სალომე ზურაბიშვილი ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი”, – აცხადებს კობახიძე.

საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე. ორივე მათგანი დასავლური სანქციების ქვეშ არის. ისინი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი