ახალი ამბები

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში პირველად გახდა

12 ივლისი, 2010 • 1476
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში პირველად გახდა

ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებების გუშინდელი სუპერფინალის დროს ერთადერთი გოლი გავიდა. ის ესპანელმა ნეხავარმცველმა ანდრეს ინიესტამ, დამატებითი დროის ბოლოს გაიტანა. მატჩის ბოლოს ინიესტამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესპანეთმა 23 –ივე ფეხბურთელით უნდა იამაყოს.

„მე არც მჯერა რომ მაინცადმაინს მე მერგო შანსი ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გამეტანა. ეს რაღაც  დაუჯერებელია. ეს არის ჩემი წვლილი საერთო წარმატებაში. ეს იყო რთული მატჩი , მაგრამ ბოლოსდაბოლოს ესპანეთმა დაიმსახურა გამარჯვება“.

ინიესტამ განაცხადა რომ გოლი „ესპანიოლას“ საფეხბურთო კლუბის წევრს დანი ხარკეს უძღვნის, რომელიც შარშან ზაფხულში გულის შეტევით გარდაიცვალა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი