ახალი ამბები

დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად ძალადობდა – შსს

19 მაისი, 2023 • 1122
დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად ძალადობდა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ვანში პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობა ედება. უწყება ამბობს, დაკავებული სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია.

სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიების თანახმად, 62 წლის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი