ახალი ამბები

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო EU-ს საპირისპიროდ შეაბრუნოს“ – იან ბონდი

18 მაისი, 2023 • 805
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო EU-ს საპირისპიროდ შეაბრუნოს“ – იან ბონდი

იან ბონდი, რომელიც ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი და ამჟამად მკვლევარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა [ევროკავშირის] საპირისპირო მიმართულებით შემოაბრუნოს“.

„რონდელის ფონდის“ მიერ გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე „ევროპული რეფორმის ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა აგრეთვე თქვა, რომ მოსკოვის მიერ პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა არის „ქრთამი“ და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გახსნილი „მეორე ფრონტის“ ნაწილი.

მისივე თქმით, ევროკავშირმა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე.

„საქართველოში შემდეგ პრობლემას ვხედავ: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა [ევროკავშირის] საპირისპირო მიმართულებით შემოაბრუნოს. პრემიერმინისტრის ზოგი განცხადებით შეძრწუნებული ვარ – ადანაშაულებს უკრაიანასა და დასავლეთს [საქართველოში] მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში, მაშინ როდესაც რეალურად მეორე ფრონტს საქართველოში, ამჟამინდელი მთავრობის დახმარებით, რუსეთი ხსნის.

ეს მეორე ფრონტი არის  დასავლეთის განზრახვების შესახებ დეზინფორმაციის და ქრთამების, – როგორიცაა ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა, – ნარევი. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მეხუთედის ოკუპაციასა და ბორდერიზაციას.

ვფიქრობ, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს“, – ამბობს ბონდი.


ბონდი ამჟამად „ევროპული რეფორმის ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის პროგრამის დირექტორია. იქამდე 28 წელი იმუშავა ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის იყო ბრიტანეთის ელჩი ლატვიაში 2005-07 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი