ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გაგლოევის გონივრული ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთი აქტიურად ვითარდება” – კადიროვი

16 მაისი, 2023 • 961
“გაგლოევის გონივრული ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთი აქტიურად ვითარდება” – კადიროვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გროზონში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს შეხვდა.

“გვიხარია, ალან ედუარდოვიჩის გროზნოში ნახვა. სასიამოვნოა, რომ მისი გონივრული ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთი აქტიურად ვითარდება, და ამყარებს კულტურულ, ეკონომიკურ და საქმიან კავშირებს რუსეთთან და მის სუბიექტებთან. გულითადი მადლობა ვიზიტისთვის და გისურვებთ დროის ნაყოფიერად გატარებას აქ”, – მიმართა კადიროვმა გაგლოევს.

კადიროვის ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება გაგლოევის ვიზიტი სპეცნაზის რუსულ უნივერსიტეტსა და ცერემონიების სასახლეში სამხრეთ ოსეთის კულტურის დღეების დახურვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი