ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

14 მაისს, ნიქოზთან დაკავებული კაცი, ცხინვალიდან გაათავისუფლეს

15 მაისი, 2023 • 582
14 მაისს, ნიქოზთან დაკავებული კაცი, ცხინვალიდან გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

როგორც სუსი აცხადებს, „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.“

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” — აცხადებს სუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი