ახალი ამბები

კაცს, რომელმაც საერთო ფოტოს გამოქვეყნების გამო ქალი ცემით მოკლა, 13 წელი მიუსაჯეს

15 მაისი, 2023 • 1078
კაცს, რომელმაც საერთო ფოტოს გამოქვეყნების გამო ქალი ცემით მოკლა, 13 წელი მიუსაჯეს

ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს კაცი, რომელმაც საერთო ფოტოს გამოქვეყნების გამო ქალი ცემით მოკლა. ბრალდებულს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა:

„2022 წლის 22 აგვისტოს დაზარალებულმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით, მსხვერპლი ვარკეთილში მდებარე სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა,“ — აცხადებენ პროკურატურაში.

მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი