სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გროზონში ჩავიდა, სადაც 16 მაისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელთან, რამზან კადიროვთან შეხვედრას გამართავს.
ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეები რესუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრებენ.
ოსური მედიის ინფორმაციითვე, გაგლოევი მონაწილეობას მიიღებს ჩეჩნეთში სამხრეთ ოსეთის კულტურის დღეების დახურვის ცერემონიაში.