ახალი ამბები

რუსი მაღალჩინოსანი მოქალაქეობის მქონე მიგრანტების ფრონტზე გაგზავნას ითხოვს

12 მაისი, 2023 • 725
რუსი მაღალჩინოსანი მოქალაქეობის მქონე მიგრანტების ფრონტზე გაგზავნას ითხოვს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინი ამბობს, რომ რუსეთში მიგრანტების მიერ ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.

ბასტრიკინის მოსაზრებით, მიგრანტები „სპეცოპერაციის“ ზონაში უნდა გააგზავნონ, უარის შემთხვევაში კი სამშობლოში დააბრუნონ.

„ხალხი ასეთ იდეას გამოთქვამს: სანამ რუსები ფრონტზე არიან, მიგრანტები ზურგში გვიტევენ. ხალხი გვთავაზობს, რომ თუ ისინი [მიგრანტები] რუსეთის მოქალაქეები არიან, წავიდნენ წინა ხაზზე. არ წახვედი წინა ხაზზე, არ ასრულებ სამოქალაქო ვალს, კი ბატონო, დაბრუნდი სამშობლოში“, – ციტირებს მას „კომერსანტი“.

ბასტრიკინს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ გამოთქვამს ასეთ იდეას. თუმცა 10 მაისს დუმის დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა ამცნო მედიას, რომ მუშაობს კანონპროექტზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მქონე მიგრანტების ჯარში გაწვევის საშუალებას გააჩენს. არსებული კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გაწვევა არ შეიძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი