ახალი ამბები

Imagine Dragons-მა უკრაინის მხარდასაჭერი სიმღერა გამოუშვა

12 მაისი, 2023 • 883
Imagine Dragons-მა უკრაინის მხარდასაჭერი სიმღერა გამოუშვა

ამერიკულმა ბენდმა „Imagine Dragons“-მა ახალი სიმღერა – „Crushed“ [დანგრეული] გამოუშვა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეძღვნება.

სიმღერის ვიდეოკლიპი გვიამბობს 14 წლის უკრაინელ ბიჭზე, საშაზე, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში არტილერიულ ცეცხლს ბუნკერში ემალებოდა და რომლის სოფელიც ხუთი თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ.

ვიდეოში აგრეთვე ნაჩვენებია მისი სოფელი, რომელშიც, ფაქტობრივად, ყველაფერი დანგრეულია.

ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და მსმენელს სთხოვს, უკრაინას დაეხმაროს.

„საშას ისტორია გულის ამაჩუყებელი და ათასობით არიან ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება. მისი ოჯახი დღემდე ელექტროენერგიის და სხვა საბაზისო კომუნალური მომსახურების გარეშეა დარჩენილი“, – ნათქვამია კლიპის აღწერაში.


ზაფხულში Imagine Dragons-ის კონცერტი საქართველოში, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება. ყველა დასასწრები ბილეთი უკვე გაიყიდა.

Imagine Dragons საქართველოში ჩამოჰყავთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომლისთვისაც 2 წლის განმავლობაში 70 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი