ახალი ამბები

საქართველოში ფრენა 7 რუსულ ავიაკომპანიას სურს

11 მაისი, 2023 • 1422
საქართველოში ფრენა 7 რუსულ ავიაკომპანიას სურს

სულ მცირე შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში პირდაპირი ფრენები განახორციელოს, იუწყება რუსული მედია.

როგორც „როსავიაციის“ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს კომპანიებია:

  • „რედ ვინგზი“,
  • „აეროფლოტი“,
  • „სევერნი ვეტერ“,
  • „ურალსკიე ავიალინიი“,
  • „იუ-ვე-ტე აერო“,
  • „სმარტავია“,
  • „პაბედა“.

ყველაზე მეტი რეისის განხორციელების სურვილი აქვს „რედ ვინგზს“. მთლიანობაში კი ავიაკომპანიებს სამი მიმართულების რეისების შესრულება სურთ:

  • მოსკოვი–თბილისი;
  • სამარა–თბილისი;
  • ყაზანი-თბილისი.

მოსკოვი-თბილისის რეისის კვირაში 21-ჯერ შესრულება სურს „რედ ვინგზს“. შვიდ-შვიდჯერ – „აზიმუტს“ და „სევერნი ვეტერს“, 14-ჯერ – „აეროფლოტს“.

სამარა-თბილისის რეისის 7-ჯერ შესრულება უნდა „რედ ვინგზს“, ორ-ორჯერ – „ურალსკიე ავიალინიის“ და „იუ-ვე-ტე აეროს“, სამჯერ – „სმარტავიას“.

აგრეთვე შვიდჯერ სურს ყაზანი-თბილისის რეისის შესრულება „რედ ვინგზს“. სამჯერ – „იუ-ვე-ტე აეროს“, ხუთჯერ – „პაბედას“, ორჯერ – „სევერნი ვეტერს“.


გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.

მმართველ გუნდში ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ, თუმცა ნეგატიური იყო პრეზიდენტისა და ოპოზიციის რეაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი