ახალი ამბები

ახალი ბრალდება ცოტნე გამსახურდიას მიმართ

8 ივლისი, 2010 • 1100
ახალი ბრალდება  ცოტნე გამსახურდიას მიმართ

ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

ბრალდება ფარულ ვიდეოჩანაწერს ეყრდნობა. კადრში ჩანს ცოტნე გამსახურდია, მისი ხმა კი სუსტად ისმის.  გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური აცხადებს, რომ ეს ”მორიგი პროვოკაციაა ხელისუფლების მესვეურთაგან, ვისაც აწყობს ცოტნე გამსახურდიას საპატიმროში ხანგრძლივად ყოფნა”.

ბექაურის თქმით, თვით გამსახურდია ქრთამის გადაცემის ფაქტს უარყოფს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გამოძიების დეპარტამენტის თანახმად, 13 ივნისს, გამსახურდიას დავალებით, სასჯელაღსრულების თანამშრომელი მის ერთ-ერთ მეგობარს შეხვდა, რომელსაც კორესპოდენცია გადასცა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 ლარი აიღო.

ამჟამად ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამრთლოში გაასაჩივრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი