ახალი ამბები

ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს

11 მაისი, 2023 • 618
ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფო ადასტურებს, რომ უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს მიაწვდის, რომლებსაც კიევი საკმაო ხანია ითხოვს რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, „შთორმ შედოუს“ რაკეტებს 250 კილომეტრის  მანძილზე შეუძლია გაფრენა. შედარებისთვის, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული „ჰაიმარსები“ მხოლოდ 80 კილომეტრს ფარავს.

ახალი რაკეტები საბრძოლო თვითმფრინავიდან უნდა გაუშვან, რაც უკრაინელ პილოტებს საშუალებას მისცემს, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უფრო შორს იყვნენ და თავი საფრთხეში ნაკლებად ჩაიგდონ. გაშვების შემდეგ რაკეტა დაბალ სიმაღლეზე ჩადის, რათა მოწინააღმდეგის რადარმა არ აღმოაჩინოს, მიზანს კი ინფრაწითელი სისტემით პოულობს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლსმა თემთა პალატის დეპუტატებს უთხრა, რომ რაკეტები ან უკვე გადაეცა, ან ახლა მიემგზავრება უკრაინაში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსიი რეზნიკოვი აქამდე პირობას დებდა, რომ დიდი დისტანციის დაფარვის შესაძლებლობის მქონე იარაღის მიღების შემთხვევაში, უკრაინა მას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის [რისი სურვილიც არ აქვთ დასავლეთის ქვეყნებს] არ გამოიყენებდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი „შესაბამის“ სამხედრო პასუხს გასცემს უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი