ახალი ამბები

დუმის დეპუტატი მზადაა, ითავოს რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნა

11 მაისი, 2023 • 972
დუმის დეპუტატი მზადაა, ითავოს რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი პოპოვი ამბობს, რომ მზადაა წარადგინოს წინადადება რუსეთისა და საქართველოს საპალარმენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

დეპუტატის თქმით, საუბარი არაა „მეგობრობის ჯგუფზე“, მაგრამ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში.


გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.

მმართველ გუნდში ამ გადაწვყეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ, თუმცა ნეგატიური იყო პრეზიდენტისა და ოპოზიციის რეაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი