ახალი ამბები

ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

11 მაისი, 2023 • 1566
ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სხვა მებრძოლები ავრცელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-ზე მეტი ქართველია დაღუპული.

მასალების გადაბეჭდვის წესი