ახალი ამბები

ილონ მასკი: „ტვიტერი“ აუდიო და ვიდეოზარების ფუნქციას დაამატებს

10 მაისი, 2023 • 766
ილონ მასკი: „ტვიტერი“ აუდიო და ვიდეოზარების ფუნქციას დაამატებს

„ტვიტერს“ მალე აუდიო და ვიდეოზარების ფუნქცია დაემატება, გამოაცხადა სოცქსელის მფლობელმა ილონ მასკმა.

„მალე დაემატება აუდიო და ვიდოეჩათები პლატფორმის ყველა მომხმარებლისთვის. შეგეძლებათ იურთიერთოთ ხალხთან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მათთვის თქვენი მობილური ტელეფონის ნომრის შეტყობინების გარეშე“, – წერს იგი.

ამ ეტაპზე უცნობია, ახალი ფუნქცია მხოლოდ სმარტფონების აპლიკაციებში იქნება თუ ვებ-ვერსიაშიც. უცნობია ისიც, თუ კონკრეტულად როდის დაემატება „ტვიტერს“ ეს ფუნქცია.

გარდა ამისა, მასკმა გამოაცხადა, რომ 10 მაისიდან „ტვიტერი“ დაიწყებს პირადი მიმოწერის დაშიფრვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი