ახალი ამბები

აზერბაიჯანში 10 პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოს საზღვრის კვეთას ცდილობდნენ

8 მაისი, 2023 • 2550
აზერბაიჯანში 10 პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოს საზღვრის კვეთას ცდილობდნენ

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს 10 პირი, რომლებიზ აზერბაიჯანიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას უკანონოდ ცდილობდნენ. შემთხვევა 6 მაისს, საღამოს საათებში მოხდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სააგენტოს განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან ნეპალის რვა  და ინდოეთის ორი მოაქალაქე. საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალურად გადაყვანის საქმეზე დაკავებულია აზერბაიჯანის ორი მოქალაქეც. უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი