ახალი ამბები

ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოგლიჯეს

8 მაისი, 2023 • 2986
ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოგლიჯეს

ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოგლიჯეს.

„მთავარი არხის“ ცნობით, აღნიშნულმა პირმა დროშის ჩამოგლეჯის ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. თუმცა ამ დროისთვის ვიდეო აღარ იძებნება სოციალურ ქსელში.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის განცხადებით, დროშის ჩამოგლეჯის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც ინფორმირებულია

„აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ანდრი კასიანოვმა[ „მთავარი არხის“] თარგმანი.

2022 წლის იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვისთვისაც, რომელ სახელმწიფოსთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი