ახალი ამბები

კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო – არახამია

8 მაისი, 2023 • 34227
კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო – არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით ის მომღერალ ვახტანგ [ბუბა] კიკაბიძის დაკრძალვაზე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა, თუმცა “ამერიკელებმა გააფრთხილეს”, რომ არ ჩამოსულიყო. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო. ზუსტად არ ვიცი რატომ, გამაფრთხილეს”, — განაცხადა არახამიამ და დასძინა, რომ ამერიკელებს არ უთქვამთ მიზეზი, თუმცა თავად ვარაუდობს, რომ საზღვარზე შემოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდა:

“ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები. იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება. ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი”, — განაცხადა მან [მთავარი არხის თარგმანი].

ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა. მის ხსოვნას განცხადება მიუძღვნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ ის იყო მეგობარი, რომელიც მუდამ მუს გვერდით იდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი