ახალი ამბები

ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია? – სარჯველაძე სიმონიანის ქებაზე

5 მაისი, 2023 •
ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია? – სარჯველაძე სიმონიანის ქებაზე

„ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ამის გამო ეს ბეთჰოვენის ნაკლია?“, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მიერ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების გამო, საქართველოს შექებას.

„ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ კალაძეს კრიტიკა შეიძლება ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ სხვა მას აქებს.  ნუ გაავლებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ მხოლოდ პრინციპის ასახსნელად ვამბობ, მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ამის გამო ეს ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ… არ შეიძლება ასე ვილაპარაკოთ. პარადიგმაა თვითონ არასწორი. არცერთი შედარება არ გააკეთოთ ოღონდ პიროვნებებზე. არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მარგარიტა სიმონიანმა კახა კალაძის განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველო გონივრულად იქცევა.

„საქართველო ამ ვითარებაში განსაკუთრებულად გონივრულად იქცევა. გასაოცრად. ნეტავ სომხეთიც ასე იქცეოდეს“, — ამგვარად შეაფასა სიმონიანმა კალაძის განცხადება, სადაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებული სანქციებთან არშეერთებას ხსნის იმით, რომ საქართველოს მიერ დაწესებული სანქციებით რუსული ეკონომიკა არ დაზიანდებოდა.

“საქართველო გონივრულად იქცევა” – სიმონიანი კალაძეს ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი