ახალი ამბები

სერბეთში ამ კვირაში უკვე მეორე მასობრივი სროლა მოხდა

5 მაისი, 2023 • 958
სერბეთში ამ კვირაში უკვე მეორე მასობრივი სროლა მოხდა

სერბეთში ამ კვირაში უკვე მეორე მასობრივი სროლა მოხდა, ამჯერად, ბელგრადიდან 60 კილომეტრში მდებარე სოფელში. დაღუპულია 8, დაჭრილი კი, სულ მცირე, 10 ადამიანი. ეს ბოლო კვირაში უკვე მეორე მასობრივი სროლაა.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სროლა მოძრავი მანქანიდან, ავტომატური იარაღით ხორციელდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლა მოაწყო 20 წლის ახალგაზრდამ, მას შემდეგ, რაც ხუთშაბათ საღამოს პარკში პოლიციელთან შელაპარაკება მოუვიდა. იგი უკვე დაკავებულია.

სერბული მედია წერს, რომ ყველა დაჭრილი 2000 წლის შემდეგაა დაბადებული.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ ჯანდაცვის მინისტრი და უშიშროებისა და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

სერბეთში მასობრივი სროლები საკმაოდ იშვიათია, ხოლო რეგულაციები იარაღის შენახვის შესახებ – საკმაოდ მკაცრი. თუმცა სერბეთში 100 ადამიანზე 39,1 ცეცხლსასროლი იარაღი მოდის, რაც მხოლოდ აშშ-სა და მონტენეგროს ჩამორჩება.

კანონის გამკაცრების ინიციატივით სერბეთის მთავრობა მას შემდეგ გამოვიდა, რაც ცოტა ხნის წინ ცამეტი წლის ბიჭმა სკოლაში იარაღით 8 მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი მოკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი