ახალი ამბები

სააკაშვილი: „ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს — წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი“

3 მაისი, 2023 •
სააკაშვილი: „ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს — წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების შესახებ იუწყება.

მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, სააკაშილის თქმით, 29 აპრილს ორჯერ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.

„გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს — გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი“, — ნათქვამია Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ექსპრეზიდენტი მადლობას უხდის ექთნებს დროული დახმარებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი