ახალი ამბები

„საქსტატი“ მარტთან შედარებით ფასების კლების შესახებ იუწყება

3 მაისი, 2023 • 645
„საქსტატი“ მარტთან შედარებით ფასების კლების შესახებ იუწყება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური („საქსტატი“) იუწყება, რომ 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.

წინა, ანუ მარტის თვესთან შედარებით, ფასები, „საქსტატის“ ცნობით, შემცირდა შემდეგ ჯგუფებში:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები -2.1
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი -0.3
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -1.1
  • ტრანსპორტი -2.0

გაიზარდა:

  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 0.2
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.1
  • ჯანმრთელობის დაცვა 0.9
  • კავშირგაბმულობა 0.1
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.6
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 1.4

უცვლელი დარჩა:

  • დასვენება, გართობა და კულტურა 0.0
  • განათლება 0.0

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებში: ზეთი და ცხიმი (-7.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.0 პროცენტი). ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე (1.1 პროცენტი), ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1.1 პროცენტი).

წინა წლის მონაცემებთან შედარებით ფასებმა იმატა ყველა კატეგორიაში, გარდა ტრანსპორტის (იკლო 12,9 პროცენტით), კავშირგაბმულობისა (იკლო 3,1 პროცენტით) და ჯანდაცვისა (იკლო 7,9% პროცენტით). ფასების ზრდის მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 5.9%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 6.7%
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.7%
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 10.3%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 4.9%
  • დასვენება, გართობა და კულტურა – 2.7%
  • განათლება – 6.8%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 11.9%
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 12.1%

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებში: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), თევზეული (6.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-14.8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-4.4 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი