ახალი ამბები

„ფიროსმანზე კაცს ესროლეს, გაქცევისას კი მანქანით ავტობუსს დაეჯახნენ“ – თვითმხილველები

2 მაისი, 2023 • 7904
„ფიროსმანზე კაცს ესროლეს, გაქცევისას კი მანქანით ავტობუსს დაეჯახნენ“ – თვითმხილველები

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელებმა მას მანქანიდან ესროლეს. შემდეგ კი ეს მანქანა ავტობუსს შეეჯახა.

„აქ მდგარა ეს ბიჭი და მანქანით მოვიდნენ, ესროლეს სამი ტყვია და მერე გაქცევა რომ მოინდომა, ეტყობა, ავტობუსს დაეჯახა და გაიქცა“, – ამბობს თვითმხილველი „მთავარ არხთან“. მისივე ინფორმაციით, კაცს სამჯერ ესროლეს და ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

ამავე ტელეკომპანიას კომენტარი მისცა ავტობუსის მძღოლმაც, მისი თქმით, ავტობუსს ჯიპის ტიპის მანქანა შეეჯახა.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

გარეკანი ფოტო
: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი