ახალი ამბები

ჰილარი კლინტონი საქართველოშია

5 ივლისი, 2010 • 1048
ჰილარი კლინტონი საქართველოშია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამ წუთებში თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში მივიდა, სადაც დაგეგმილია მისი პირველი შეხვედრა ლიდერ ქალებთან. ბიბლიოთეკაში, ჯერჯერობით, არ გამოჩენილა ნინო ბურჯანაძე.

ჰილარი კლინტონს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11.40 წუთზე ჩამოფრინდა, აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მისი მოადგილე  გიგა ბოკერია, საქართველოს ელჩი აშშ-ში  ბათუ ქუთელია და აშშ-ს ელჩი საქართველოში  ჯონ ბასი დახვდნენ.

ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალებთან შეხვედრის შემდეგ ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდება.

სასტუმრო ”თბილისი მერიოტში”  კი დაგეგმილია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შეხვედრა  ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძესთან.

ბიბლიოთეკაში შეხვედრაზე მიწვეულნი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერი ქალები. ცნობილი არ არის, მიიწვიეს თუ არა ამ შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძე, თუმცა იგი ბიბლიოთეკაში არ გამოჩენილა.

ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში 18.00 საათზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი