ახალი ამბები

დღეს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება

29 აპრილი, 2023 • 1103
დღეს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

ამომრჩევლებმა დღეს უნდა აირჩიონ:

  •  საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს
  • ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

დღევანდელ არჩევნებზე ასევე უნდა იარჩიონ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები შემდეგ ოლქებში:

  • ქუთაისის პირველ მაჟორიტარულ ოლქში
  • ტყიბულის პირველ მაჟორიტარულ ოლქში
  • თიანეთის მეორე მაჟორიტარულ ოლქში
  • გურჯაანის მერვე მაჟორიტარულ ოლქში
  • ახალციხის მეთერთმეტე მაჟორიტარულ ოლქში

ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს.

კენჭისყრა სულ 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის,  ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდება. ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი