ახალი ამბები

აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს — თავდაცვის სამინისტრო

28 აპრილი, 2023 • 859
აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს — თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი გვიან ღამით ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს.

უწყების თანახმად, საუბარია 1978 წელს დაბადებულ მამუკა მელაძეზე. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებულ პრესრელიზში სამინისტრო მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ სერჟანტმა “უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხრჩო”.

“საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, — აღნიშნულია პრესრელიზში.


 გირჩევთ – როგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ხაზი: 11 61 11; 
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

მასალების გადაბეჭდვის წესი