ახალი ამბები

ვიმედოვნებ, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმებზე – სტოლტენბერგი

25 აპრილი, 2023 • 761
ვიმედოვნებ, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმებზე – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმედოვნებს, რომ საქართველო  გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებზე.

ამის შესახებ მან დღეს, 25 აპრილს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის  თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრებს ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, კერძოდ, როგორ შეიძლება პარტნიორობის გაძლიერება  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, ნატო-ს  პოლიტიკურ და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებზე და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ, რაც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული ქვეყანა, კეთილდღეობა და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ალიანსში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისუბრებენ უკრაინაში რუსეთის ომზე და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.

„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ქცევა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს. ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი