ახალი ამბები

„მოვკლავთ ყველას“ – პრიგოჟინი ამბობს, რომ „ვაგნერელები“ ტყვეებს აღარ აიყვანენ

24 აპრილი, 2023 • 2748
„მოვკლავთ ყველას“ – პრიგოჟინი ამბობს, რომ „ვაგნერელები“ ტყვეებს აღარ აიყვანენ

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერელები“ უკრაინელ ჯარისკაცეებს ტყვეედ აღარ აიყვანენ და „ყველას ბრძოლის ველზე მოკლავენ“.

მისი პრეს-სამსახურის განცხადების თანახმად, ამის მიზეზი გახდა 23 აპრილს ვაგნერის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოს ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების საუბარს.

ჩანაწერის თანახმად, რუსულად მოსაუბრე უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაჭრილი „ვაგნერელის“ დახვრეტა გადაწყვიტეს.

პრიგოჟინი ჩანაწერს „ტყვის დახვრეტის მტკიცებულად“ მიიჩნევს და ამბობს, რომ „ვაგნერელები“ ტყვეებს აღარ აიყვანენ:

„ჰუმანიზმის წესებს არ დავარღვევთ და უბრალოდ ყველას ბრძოლის ველზე გავანადგურებთ. მოვკლავთ ყველას, ვინც ბრძოლის ველზეა. არცერთი აღარ იქნება ტყვედ აყვანილი“.

„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს ჩანაწერზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი